
არც ისეთი სუფთა, როგორიც გვეგონა
ანალიზებმა გამოავლინა, რომ კვლევის არეალში მგლების 20%-სა და ძაღლების 37%-ს ერთი და იგივე მიტოქონდრიული ჰაპლოიდები აქვთ
ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოში, მეცხვარეებს წმინდა სისხლის ნაგაზები ჰყავთ. „ეს სწორი არ არის“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ალექსანდრეგავაშელიშვილი. მისმა ჯგუფმა 102 მგლის, 57 მეცხვარე ძაღლისა და 9 ჯიშნარევი ძაღლის მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზი გააკეთა. მგლის დნმ სინჯები მათ მთელი საქართველოს ტერიტორიიდან შეაგროვეს, ძაღლების კი – აღმოსავლეთ საქართველოდან. ანალიზებმა გამოავლინა, რომ კვლევის არეალში მგლების 20%-სა და ძაღლების 37%-ს ერთი და იგივე მიტოქონდრიული ჰაპლოიდები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მგლებსა და მეცხვარე ძაღლებს შორის გენების საკმარისად ინტენსიური მიმოცვლა მიმდინარეობს: გამოკვლეული მგლების 13%-ის ძალიან ახლო წინაპარი ძაღლი იყო, ხოლო ძაღლების 10%-ის კი, მგელი. 2-3%, დიდი ალბათობით, საერთოდაც პირველი თაობის ჰიბრიდია.
მეცხვარე ძაღლების ჯიში ათასწლეულების განმავლობაში, მგლებთან გენების მიმოცვლის გამო, ნელ-ნელა იცვლებოდა. ეს პროცესი, სავარაუდოდ, შეწყვეტილია იმ მიდამოებში, სადაც მგლები არ არიან გავრცელებული და შემცირებულია იმ ადგილებში, სადაც ადამიანები ძაღლებს უფრო მკაცრად აკონტროლებენ.