არც ნარჩენი, არც საკვები
დღეს მსოფლიოში თითქმის 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. მიუხედავად ამისა, წელიწადში 1,3 მილიარდ ტონა საკვებს ვფლანგავთ


არც ნარჩენი, არც საკვები
დღეს მსოფლიოში თითქმის 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. მიუხედავად ამისა, წელიწადში 1,3 მილიარდ ტონა საკვებს ვფლანგავთ
ტრისტრამ სტიუარტმა ნიუ-ჯერსის ფერმაში 30 კგ ყელმოგრეხილი გოგრა შეაგროვა; მერე სასწრაფოდ ნიუ-იორკში დაბრუნდა და საცობში გაჭედილი მანქანიდან გადმოხტა, აქოშინებული შევარდა ერთ-ერთ საცხობში: „მე ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას, რომელიც საკვები ნარჩენების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა. ხვალ ვშლი სუფრას. კერძები იმ პროდუქტებისგან იქნება მომზადებული, რომელიც არც გაიყიდა და არც საქველმოქმედოდ გაიცა. პური ხომ არ გექნებათ ჩემთვის?“ – ასეთი პური არ აღმოაჩნდათ. თუმცა, ორი ცალი დაფშვნილი შოკოლადის ნამცხვრით გაამხნევეს…
დღეს მსოფლიოში თითქმის 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. მიუხედავად ამისა, წელიწადში 1,3 მილიარდ ტონა საკვებს ვფლანგავთ. ეს რაოდენობა პლანეტის პროდუქციის დაახლოებით მესამედს შეადგენს. სად მიდის ეს სურსათი? განვითარებად ქვეყნებში მისი უმეტესი ნაწილი შენახვის სათანადო ინფრასტრუქტურისა და მაცივარ-დანადგარების ნაკლებობის გამო იკარგება. განვითარებული ქვეყნები კი, მეტ სურსათს კვებითი ჯაჭვის უფრო ქვედა რგოლებზე ფლანგავენ: ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მაცივრის სიღრმეში შენახულ საკვებს ან მალფუჭებად პროდუქტებს და ვარგისიანობის ვადის გასვლამდე ყრიან.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.