არქტიკული ციებ-ცხელება
გლობალური დათბობა არქტიკას ალღობს და ამ რეგიონის რესურსებსაც, პირველი, რა თქმა უნდა, რუსეთი ეწაფება


არქტიკული ციებ-ცხელება
გლობალური დათბობა არქტიკას ალღობს და ამ რეგიონის რესურსებსაც, პირველი, რა თქმა უნდა, რუსეთი ეწაფება
“შეგიძლია დაიწყო”, – ამბობს პუტინი.
მილერმა პუტინის გზავნილი ინჟინერს გადასცა, მან კი გასაღები გადაატრიალა. არქტიკული აირი ათასზე მეტი კილომეტრის სიგრძის მილსადენში – რუსეთის გიგანტურ ქსელში გავიდა. აქამდე იამალის ნახევარკუნძულს მომთაბარე ხალხით – ნენებითა და სტალინური შრომა-გასწორების, ე. წ. „სიკვდილის ბანაკებით“ ვიცნობდით. „გაზპრომის“ გათვლით, 2030 წლისთვის ეს რეგიონი რუსეთის აირზე მოთხოვნის მესამედზე მეტს დააკმაყოფილებს. მალე ნავთობის დიდი წილის მიღებასაც ამ რეგიონიდან ელიან. აღნიშნულ მიდამოებში ბუნებრივი აირისა და ნავთობის 30-მდე ცნობილი საბადოა. იამალი არქტიკულ საუდის არაბეთად გადაიქცევა, წყაროდ, რომელიც მსოფლიოს ენერგო-შიმშილს აღმოფხვრის. ყოველ შემთხვევაში, პუტინი ამაში დარწმუნებულია.
გლობალური დათბობა არქტიკას ალღობს და ამ რეგიონის რესურსებსაც, პირველი, რა თქმა უნდა, რუსეთი ეწაფება. 2013 წლის ბოლოს „გაზპრომი“ პირველ კომპანიად იქცა, რომელმაც არქტიკული წყლებიდან ნავთობი ამოიღო. ეს პეჩორის ზღვაში განთავსებული პლატფორმით მოახერხა, რასაც „გრინპისის“ პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ პრობლემა მარტივად „მოაგვარა“: ამ ბუნების დამცველი ორგანიზაციის 30 წევრი დააპატიმრა და გემიც ჩამოართვა…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.