
არტი და მეცნიერება კითხვისა სად?
შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გეოგრაფის ტიტულის მფლობელმა ხუან ხოსე ვალდესმა, ზუსტად იცის თუ სად დგას
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მთავარი გეოგრაფის კაბინეტის კოორდინატებია: ჩ.გ. 38°54’ 19”, დ.გ. 77°2’ 16”.
შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გეოგრაფის ტიტულის მფლობელმა ხუან ხოსე ვალდესმა, ზუსტად იცის თუ სად დგას. თუმცა მისი განყოფილება – National Geographic Maps, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ბევრად შორს მიდის და ყველა მთის, მდინარის, ტბის, გზის, რიფის, ფიორდის, კუნძულის, ყურის, მყინვარის, ოკეანის, პლანეტის, გალაქტიკისა და მზის სისტემის – ერთი სიტყვით, ხმელეთის, ზღვასა თუ კოსმოსის ყველა ფიზიკური მახასიათებლის ადგილი იცის.
ამ დროისათვის National Geographic Maps-ს გამოშვებული აქვს 438 დანართი რუკა, ათი მსოფლიო ატლასი, ათეულობით გლობუსი, ჟურნალის 3000 ნაბეჭდი გვერდის რუკა, აღარაფერი რომ ვთქვათ ამ პროდუქტის აურაცხელ ციფრულ ფორმატზე.
რით გამოირჩევა National Geographic-ის რუკა? რა თქმა უნდა, სიზუსტით! 1969 წელს გამოშვებულ მთვარის რუკაზე ოცდასამი უპილოტო კოსმოსური ხომალდის დაშვების ადგილიდან მხოლოდ ერთი არ იყო დატანილი, რადგან მხოლოდ „ორბიტერ 4-ის“კატასტროფის ადგილი იყო უცნობი…
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.