გო ცდილობს ნემსიყლაპიის მომხიბვლელობა “დაიჭიროს” წვიმაში. მეგობარი სასხურებლით წვიმის შექმნაში ეხმარება. გომ გამოსახულებას “გაწუწვა” უწოდა.
ეს ფოტო 2011 წლის National Geographic-ის ყოველწლიური ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. კონკურსზე წარდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა 20 000-ს აჭარბებდა. ისინი 130-ზე მეტი ქვეყნიდან იყო გამოგზავნილი. ჟიურიმ შეარჩია შიკეი გოს ფოტო, როგორც ბუნების კატეგორიაში საუკეთესო. გამარჯვებულმა უმაღლეს ჯილდოდ 10 000 დოლარი მიიღო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ngphotocontest.com