
ბავშვის ნაბიჯები
საშვილოსნოში დიაგნოზის დასმა შორეული მომავალია, ამბობს პედიატრი ნეირომეცნიერი მორია თომასონი
წარმოიდგინეთ, რომ აუტიზმი ბავშვის დაბადებამდე დადგინდეს. მშობლები ამ ფაქტს მომზადებულები შეხვდებოდნენ, ექიმები კი მოვლის სტრატეგიებს შეიმუშავებდნენ.
საშვილოსნოში დიაგნოზის დასმა შორეული მომავალია, ამბობს პედიატრი ნეირომეცნიერი მორია თომასონი. ის და მისი გუნდი დეტროიტში, უეინის უნივერსიტეტში მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით, ჩანასახის ტვინის განვითარებას, მის ნერვულ ქსელს აკვირდებიან და ორგანოს ფუნქციონირების უნიკალურ კადრებს ქმნიან.
თომასონის თქმით, ვადაზე ადრე დაბადებულ ბავშვებში განვითარების ჩამორჩენის რისკი მაღალია. ნაადრევ მშობიარობას კი სტრესს ან ჟანგბადის ნაკლებობას მიაწერენ. თომასონის კვლევით, ეს შესაძლოა ჯერჯერობით უცნობმა ინფექციამაც გამოიწვიოს.
ნეირომეცნიერის თქმით, საქმე სწრაფად მიიწევს წინ, მაგრამ მაინც დრო სჭირდება. ულტრაბგერითი კვლევაც ხომ სულ რამდენიმე ათწლეულის წინ გამოიგონეს.