
ბავშვობის სურათები
ტრადიციულ სამგანზომილებიან ულტრაბგერით გამოსახულებას პროგრამა ვირტუალურ განათებას ამატებს, რომელიც აირეკლება, წარმოქმნის ჩრდილებს და ფორმას იძლევა
“პირველ რიგში მშობლებს აინტერესებთ აქვთ თუ არა მათ შვილებს ათ-ათი თითი ხელებსა და ფეხებზე” – ამბობს ინჟინერი კარლ-ჰაინც ლუმპი. მან შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თითების სამგანზომილებიან გამოსახულებას სრულყოფილად აჩვენებს. საშვილოსნოს ზუსტმა სურათმა შესაძლოა წვლილი დიაგნოსტიკაშიც შეიტანოს.
ყოველივე განათების დამსახურებაა. ტრადიციულ სამგანზომილებიან ულტრაბგერით გამოსახულებას პროგრამა ვირტუალურ განათებას ამატებს, რომელიც აირეკლება, წარმოქმნის ჩრდილებს და ფორმას იძლევა. აქაც, ფოტოგრაფიის მსგავსად, სინათლის წყარო მოძრავია, გამოსახულება კი – ბრუნვადი. ასე რომ, ამ 8 თვის ნაყოფის მოცურავე ჭიპლარი და შეკრული მუშტები საფუძვლიან გამოკვლევას ხელს ვერ შეუშლის.