ბეისბოლის ბიტერის დილემა
სუსტ წერტილზე ბურთის მოხვედრისას ხე ტყდება. იფანი ამ დარტყმას უძლებს
უმაღლესი ლიგის მოთამაშეებმა 2012 წელს 1697 ბეისბოლის ტაფელა დაამტვრიეს. არცაა გასაკვირი, როცა ხის გალეულ ნაჭერს 145 კმ/სთ სიჩქარით ნასროლი ბურთი ხვდება, ის 3600 კგ-ის ზემოქმედებასა და ძლიერ ვიბრაციას განიცდის. სუსტ წერტილზე ბურთის მოხვედრისას ხე ტყდება. იფანი ამ დარტყმას უძლებს. მაგრამ მოთამაშეები ნეკერჩხლის ტაფელას ამჯობინებენ, რადგან დასაჭერად უფრო მოსახერხებელია. გაყიდვების 64% ნეკერჩხლის ტაფელაა.
მაგრამ ნეკერჩხლის ბოჭკოების სტრუქტურამ შეიძლება მერქნის გამძლეობა შეამციროს. მეცნიერები ნეკერჩხლის ტაფელას გამძლეობის გასაუმჯობესებლად და ტრავმის ასარიდებლად დამტვრეულ ტაფელებს ამოწმებენ. შემთხვევათა ორ მესამედში დამნაშავე ჩაწოდების ზონის გარეთ ნასროლი ბურთია, ამ დროს მას ტაფელას ქვედა, ვიწრო ნაწილით იგერიებენ. „ბიტერებს ყოველთვის რომ შეეძლოთ ტაფელათი სწორად დარტყმა, ტაფელა აღარ გატყდებოდა“ – ამბობს პატრიკ დრეინი ბეისბოლის კვლევის ცენტრიდან.