ვინ:
აფრიკის ველურ ბუნებაზე სპეციალიზებული კინოდოკუმენტალისტი და ფოტოგრაფი
სად:
სამხრეთ-აღმოსავლეთი კენია
რა:
Sony Alpha 1-ის კამერა
600 მმ-იანი ობიექტივით
ამბავი:
ჟუბერი, National Geographic-ის მკვლევარი, ჟირაფების გადასაღებად ჩიულუს ქედს ესტუმრა კენიაში. მან რამდენიმე დღე წყალსასმელის შორიახლოს, მიწისქვეშა სამალავში გაატარა, რათა ცხოველები არ დაეფრთხო. ჟირაფები მიდი-მოდიოდნენ, თუმცა მთელი ყურადღება წითელნისკარტა შოშიებმა მიიქციეს. ეს მშრომელი ფრინველები ერთი ჟირაფიდან მეორეზე გადაფრინდებოდნენ და მათ ტკიპებსა თუ სხვა პარაზიტებს აცლიდნენ, კბილებს საკვების ნარჩენებისგან უსუფთავებდნენ, დაცვენილი ბეწვები კი თავიანთი ბუდის ასაშენებლად მიჰქონდათ. „ბუნებაში, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან არის ადაპტაციისა და ურთიერთდამოკიდებულების გასაოცარი მაგალითები“, – ამბობს ჟუბერი.
National Geographic-ს ინსტაგრამზე 453 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
შეუერთდით მათ: @natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot, @natgeotv, @natgeowild, @natgeodocs.