
"ბრაუნის" მიქსი
„ბრაუნი” პირველად 1900 წელს გამოჩნდა და წელიწადში 150 000 ცალი გაიყიდა
“თან ბრაუნი ატარე” – ეწერა სარეკლამო ფურცელზე. „ბრაუნი” პირველად 1900 წელს გამოჩნდა და წელიწადში 150 000 ცალი გაიყიდა. 1907 წლისთვის – მილიონზე მეტი. ეს ფოტოაპარატი კომპანია „ისტმენ კოდაკ“-ის დამაარსებლმა, ჯორჯ ისტმენმა გამოიგონა, ხოლო სახელს, მე-19 საუკუნის საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟებს დაესესხნენ. ბრაუნის ფასი ერთი დოლარი იყო, რამაც „ფოტოგრაფობისკენ“ ყველას გაუხსნა გზა, მათ შორის, ენსელ ადამსსაც, ვისი პირველი ფოტოაპარატიც „ბრაუნი“ იყო.
1970 წლამდე, სანამ მისი წარმოება შეწყდებოდა, ქორწილების, ბავშვებისა და წვეულებების სამახსოვრო ფოტოებს უმეტესად ბრაუნით იღებდნენ. ფოტოგრაფია ძვირი ჯდებოდა. „ბრაუნიმ“ კი ყველაფერი შეცვალა. „კოდაკი მხოლოდ ფოტოაპარატს კი არა, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც ყიდდა“, – ამბობს ისტმენის სახლ-მუზეუმის კურატორი ტოდ გუსტავსონი. ბრაუნის წყალობით ნებისმიერი მოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. ჩვენ ვსწავლობდით, რა და როგორ დაგვემახსოვრებინა.