ვინ:
ბუი კოკ კი კინჰონი, 41 წლის, ვიეტნამელი ხელოვანი და ფოტოგრაფი
სად:
ვიეტნამის ჩაის მწარმოებელი რეგიონი მოკ-ჩაუ
რა:
Phantom 4 Pro დრონი 8,8 მმ ფოკუსის სიგრძით
ამბავი:
ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამის ჩაის წარმოებით ცნობილ რეგიონში მუშები მწვანე ჩაის გაზაფხულზე და ზაფხულში აგროვებენ. ბუიმ, რომელიც ამ ადგილებს სტუმრობდა, გადასაღებად დრონი გაუშვა. ფოთლები, რომლებსაც ისინი კრეფენ, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარში მოხვდება. ბუი ყოველ დილით ადრე მიდიოდა საუკეთესო ფოტოების გადასაღებად, მაგრამ ხშირად შუადღემდე უწევდა ცდა და მკრეფავების შესვენებების დროსაც მუშაობდა, რათა ისეთი შუქი დაეჭირა, როგორიც უნდოდა.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge