ცირკის კულისები
ვიეტნამის ცირკის კულისებში ნანახ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასცენო შესრულებას შორის პარალელების გავლება მართლაც გამაოგნებელი იყო


ცირკის კულისები
ვიეტნამის ცირკის კულისებში ნანახ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასცენო შესრულებას შორის პარალელების გავლება მართლაც გამაოგნებელი იყო
ცირკი მომაჯადოებელი სპექტაკლია. მაგრამ ჩემთვის ნამდვილი ჯადოქრობა სცენის მიღმა ხდება. ვიეტნამის ცირკის კულისებში ნანახ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასცენო შესრულებას შორის პარალელების გავლება მართლაც გამაოგნებელი იყო.

2009-2012 წლებში ვიეტნამში სამჯერ ვიყავი და იქ რვა თვე გავატარე. ჰანოის ცირკის გლამურმა მომხიბლა, მაგრამ შემსრულებლებთან დაახლოების შემდეგ, ამ ვირტუოზების შრომისა და თავდადების წარმოჩენა, მათი სხვა კუთხით ჩვენება მომინდა.

დაახლოება ადვილი არ იყო – ცირკის მსახიობებს ურჩევნიათ, ხალხმა მათ შესრულებაზე ილაპარაკოს და არა მათ ცხოვრებაზე. ნდობის მოსაპოვებლად ნელა უნდა მემოქმედა. ბოლო მოგზაურობისას მათთან ერთად ვცხოვრობდი ჰანოის ერთ მიტოვებულ თეატრში ჩვენივე მოწყო-ბილ ოთახებში.

ჩემმა მიდგომამ გაამართლა. მათ ჩემი ინტერესი და გულწრფელობა დააფასეს და თავიანთი ცხოვრების კარი გამიღეს. სულ მათთან ვიყავი, ვიღებდი ფოტოებს და ყოველდღიურ ყოფას მათთან ერთად ვიზიარებდი. ასეთი იყო მათი ცხოვრება.