
ცხენის სახე
კვლევის ხელმძღვანელის, ჯენიფერ უათანის თქმით, მსგავსება ცხენისა და ადამიანის მიმიკებს შორის განსაცვიფრებელია
უკანასკნელი აღმოჩენებით დადგინდა, რომ ცხენები საკომუნიკაციოდ სახის 17 მოძრაობას იყენებენ, ადამიანებზე ათით ნაკლებს, თუმცა ძაღლებზე ერთით მეტს და შიმპანზეებზე – ოთხით მეტს.
სასექსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს დასკვნა გამოიტანეს ცხენის თავის გაკვეთით და სხვადასხვა ასაკისა და ჯიშის ცხენებზე დაკვირვების შედეგად. მათ გამოიყენეს ცხენის სახის მოძრაობის კოდირების სისტემა (EquiFACS ) და შეადგინეს ჟესტების რუკა, რომელიც სხვადასხვა სახეობას შორის ევოლუციურ პარალელებს ავლებს.
კვლევის ხელმძღვანელის, ჯენიფერ უათანის თქმით, მსგავსება ცხენისა და ადამიანის მიმიკებს შორის განსაცვიფრებელია: შიშის, გაოცების ან მოწყენილობის დროს წარბების აწევა; ტუჩის კიდეების გაწევა (ღიმილი) მისალმების ან მორჩილების დროს, თუ თვალების ფართოდ გახელა შეშფოთების დროს.
მიგნებები სახეობათა შორის კავშირების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. EquiFACS-ის მსგავსი სისტემები ქმნის „საერთო ენას სახეობების ობიექტურად შესადარებლად“.
ვეტერინარებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც ჯერ ბევრი არაფერი იციან ცხოველების ემოციურ ცხოვრებაზე, ეს კვლევა უკვე ეხმარება.