14 წლის პენი კემპმა 7 წლიდან დაიწყო ცხვრების გალამაზება გამოფენებისთვის, რითაც აშშ-ის საქონლის კონკურსების ხანგრძლივ ტრადიციას შეუერთდა. ახლა მას 4 საათში შეუძლია აქციოს ვერძი მატყლის გროვიდან თავისი სახეობის სანიმუშო წარმომადგენლად. ახალგაზრდების მოსაზიდად პენი ახალგაზრდულ კონსერვაციონისტთა პროგრამაში და Henny Penny Farm-ის საზაფხულო ბანაკში მუშაობს. „მიხარია, როდესაც სასოფლო-სამეურნეო გამოცდილების არმქონე ბავშვები ცხოველებთან საერთო ენას პოულობენ“.
1. სადგამი
მოძრავი თავის დამჭერით და ჰიდრავლიკური მუხლით აღჭურვილ სადგამზე ცხვარს სწორ პოზიციაში ათავსებენ.
2. ხელის მაკრატელი
ეს შესაკრეჭი ხელსაწყო ოჯახში ხშირად თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა.
3. ელექტროსაკრეჭი და ელექტრომაკრატელი
პირველი მათგანი მუცლის უსაფრთხოდ, მოკლედ გასაკრეჭად გამოიყენება, მეორე – სქელი მატყლის მოსაშორებლად.
4. ლოსიონი
გაპარსვის შემდგომი ლოსიონი, რომელიც დაფნის ფოთლებისა და კარიბის ზღვის სანელებლების სურნელს ტოვებს.
5. საშხეფი
ლოსიონის, დასავარცხნი ზეთის, მწერების საწინააღმდეგო ხსნარის და წყლის ნაზავი მატყლს არბილებს და მავნებლებს აფრთხობს.
6. ჯაგრისი
სანამ ცხვარი საკონკურსო სცენაზე გავა, მას თივის ნარჩენებს აშორებენ.
7. ბასრი მაკრატელი
ხელსაწყო გამოიყენება მკვრივი ბეწვის გასაკრეჭად.
8. საჩეჩი
მატყლის დასამუშავებელი იარაღი, რომელიც გამოიყენება ასევე ცხვრის ბეწვის ასაფუმფულებლად.
9. საბავშვო ხელსახოცები
ყურები, ჩლიქები, იღლიები და თვალები საგულდაგულოდ იწმინდება.
10. ჩლიქის კაუჭი და საჭრელი
ჩლიქებიდან ჭუჭყს აშორებენ და მათ შეასწორებენ, რათა ცხვარმა სწორი სვლის მანერა შეინარჩუნოს.
11. თმის ლაკი
უზრუნველყოფს ცხვრის მატყლის მოცულობის დაფიქსირებას თავსა და ფეხებზე.