ცვლილების ნება
გერმანიის ენერგეტიკული რევოლუცია რიგითმა მოქალაქეებმა დაიწყეს


ცვლილების ნება
გერმანიის ენერგეტიკული რევოლუცია რიგითმა მოქალაქეებმა დაიწყეს
ჩრდილოეთი ბავარიის ერთ პატარა ქალაქში უფერული ომისშემდგომი ნაგებობების ფონზე იოლად შესამჩნევი სახლი დგას; ლარიქსის მუქი ხისგანაა აგებული, ბალახით დაფარულ სახურავზე კი მალე ყვავილები აყვავდება. სამხრეთის მხარეს, სახურავზე ფოტოვოლტაიკური და ცხელი წყლის მზის პანელებია განლაგებული. სახლი ეკუთვნის ჰანს-იოზეფ ფელს. სწორედ ამ ადამიანის მიერ შემუშავებულმა კანონმა შეუწყო ხელი განახლებადი ენერგიის ბუმს გერმანიაში.
ამ ქვეყანაში საფუძველი ეყრება ეპოქალურ ტრანსფორმაციას, სახელად energiewende – რევოლუციას ენერგეტიკაში, რომელიც მეცნიერების თქმით, კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ყველა ქვეყანამ უნდა განახორციელოს. დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობს. შარშან, ქვეყნის ელექტროენერგიის 27% განახლებადი წყაროებიდან – მზისა და ქარის ენერგიიდან მიიღეს, რაც სამჯერ მეტია ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. გარდაქმნა კიდევ უფრო დაჩქარდა 2011 წელს იაპონიაში, ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ. გერმანია აპირებს ჩვიდმეტივე რეაქტორი 2022 წლისთვის დახუროს. ცხრა უკვე გამორთული და განახლებადი რესურსებით ჩანაცვლებულია.
რატომ იწერება ენერგეტიკის მომავალი იმ ქვეყანაში, რომელიც 70 წლის წინ დაბომბილი ყამირი მიწა იყო? შეიძლება რომ ყველგან ასე მოხდეს?
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.