
დააფასეთ საყვარელი ადამიანები და გარემო საჩუქრებით, რომლებიც უძლებს დროს.
თქვით სათქმელი თესლებით
ტრადიციული მისალოცი ბარათების ნაცვლად შეიძინეთ ისეთი, რომელიც თქვენს გზავნილს ფერად ყვავილად გარდაქმნის.
შეიძინეთ ყვავილები ღრუბლის გარეშე
თაიგულის შერჩევამდე მისი ფუძე შეამოწმეთ: ბევრი მათგანი ხშირად მარტივად ფშვნადი საყვავილე პლასტიკური ღრუბლითაა დამაგრებული. ეცადეთ თავი აარიდოთ მას და ნიჟარაში არასოდეს ჩარეცხოთ.
მიეცით სიყვარულს ფესვების გადგმის საშუალება
მოჭრილი ყვავილების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში იყიდება, იმპორტირებულია და ალბათ გაცილებით მეტი უმოგზაურიათ თვითმფრინავით, ვიდრე თქვენ, ამ ბოლო დროს. ქოთნის ყვავილები და ადგილობრივად გაზრდილი მცენარეები მეტად ეკომეგობრული და გამძლე ალტერნატივაა.
ტკბილი და მდგრადი
შოკოლადის ტკბილეულში გამოყენებული კაკაოს მარცვლების გაზრდას მწარე მხარეც ახლავს: გაჩეხილი ტყეები და უსამართლო, დაბალანაზღაურებადი შრომა. შეიძინეთ ტკბილეული, რომელიც აკმაყოფილებს მდგრადობის, გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებს და სერტიფიცირებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა Rainforest Alliance-ი.
დათესეთ სიხარული, უარი თქვით პლასტმასაზე
ნუ შეიძენთ პლასტმასის კონტეინერებს თქვენი მცენარეებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ადვილად შეარჩევთ თიხის სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის ქოთანს, რომელიც გარდა ეკომეგობრულობისა, სილამაზითაც გამოირჩევა.

პლანეტის დახმარების შესახებ სხვა ამბების მოსაძიებლად გადადით ბმულზე nationalgeographic.ge/category/planet