
დაცხეთ მიკრობებს მუშტები
აღმოჩნდა, რომ ხელის ჩამორ-თმევისას 10-20-ჯერ მეტი მიკრობი გადადის, ვიდრე მუშტის დაჯახებით
მეგობრის მისალმება არ უნდა ნიშნავდეს, რომ მის მიკრობებსაც მიესალმოთ. დევიდ უიტვორთმა და სარა მელამ (აბერისტვითის უნივერსიტეტი) შეისწავლეს მიკრობების გადაცემა მისალმებისას, იქნება ეს ხელის ჩამორთმევა თუ ხელისგულებით ან მუშტებით შეხება. აღმოჩნდა, რომ ხელის ჩამორ-თმევისას 10-20-ჯერ მეტი მიკრობი გადადის, ვიდრე მუშტის დაჯახებით. „ძნელია დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ხელის ჩამორთმევის ნაცვლად მუშტები ურტყან ერთმანეთს“, – ამბობს უიტვორთი. ისტორიაც ხელის ჩამორთმევის მხარეზეა, რაც V საუკუნის (ძვ. წ.) ბერძნულ ხელოვნების ნიმუ-შებშიც ჩანს.