
დაემშვიდობეთ ტალღებს
მკვლევართა პროგნოზით, 2100 წლისთვის ტემპერატურის მატება დიდი ტალღების წარმომქმნელი რეგიონული შტორმების რიცხვს შეამცირებს
ავსტრალიის ცენტრალურ-აღმოსავლეთი სანაპირო სერფერებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. მკვლევართა პროგნოზით, 2100 წლისთვის ტემპერატურის მატება დიდი ტალღების წარმომქმნელი რეგიონული შტორმების რიცხვს შეამცირებს. ამინდისა და კლიმატის კვლევის ავსტრალიური ცენტრის თანამშრომელ ენდრიუ დაუდის თქმით, „შესაძლოა, შტორმების სიძლიერემ იმატოს, თუმცა დიდი ტალღები ნაკლებ დღეს გასტანს“.