დაკლაკნილი მისისიპი
ინოვატორი კარტოგრაფი მაღალტექნოლოგიურ იერსახეს სძენს მისისიპის

რუკების კრეატიული შემდგენი მისისიპის ისტორიულ კალაპოტს გვიჩვენებს.
კარტოგრაფებისთვის ჰაროლდ ფისკის 1944 წლის მისისიპის ქვედა წელის რუკა დიდებული ნაშრომია. XX საუკუნის შუა ხანებში გეოლოგმა მდინარის რუკა განსაცვიფრებელი სიზუსტით შეადგინა, რისთვისაც აეროფოტოები და ადგილობრივი რუკები გამოიყენა. მისი ნაშრომი ასახავდა მისურიდან სამხრეთ ლუიზიანამდე გადაჭიმული მისისიპის კალაპოტსა და მის ისტორიულ ჭალებს.
70 წლის შემდეგ ვაშინგტონის გეოლოგიური სამსახურის კარტოგრაფმა დენიელ კომ ფისკის რუკების განახლება გადაწყვიტა. კოს გეოლოგიური სამსახურის უზუსტესი ტოპოგრაფიული მონაცემები ჰქონდა ლიდარით მოპოვებული. ეს სისტემა თვითმფრინავიდან გაშვებული ლაზერული იმპულსებით ზომავს ტოპოგრაფიას. იმპულსები მდინარის ფორმასა და ნებისმიერ ობიექტს აფიქსირებს. კოს რუკაზე ჩანს მდინარის შიშველი გეომორფოლოგია: მეანდრებს, მიხვეულ-მოხვეულ ნაკადებს სწორი დინება ანაცვლებს, ძველ ჭალაში კი უამრავი ჯებირი და კაშხალია.
გეოლოგიური სამსახური ლიდარის მონაცემებს მიწის ცვლილებაზე დასაკვირვებლად იყენებს, კარტოგრაფები კი ამ ინფორმაციას სხვა დანიშნულებას უძებნიან. სიმაღლის ცვლილებამ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს, სოფლის მეურნეობის განვითარებამ კი – მდინარის მიგრაცია.
ისტორიული მაჩვენებლებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა დაემართება მდინარეს მეწყრის, ეროზიის ან წყალდიდობის დროს. „ყველაზე საოცარი ლანდშაფტზე შემორჩენილი ნაკვალევია“, – ამბობს კო. „თითქოს მდინარის თითის ანაბეჭდებია“.
მარცხნივ: ჰაროლდ ფისკის 1944 წლის რუკა მისისიპის 64-კილომეტრიან მონაკვეთს უჩვენებს. ფისკი აეროფოტოებითა და რუკებით ზომავდა კალაპოტის ცვლილებებს. მარჯვნივ: ლიდარით შექმნილ რუკაზე 75 წლის ცვლილებებია გამოსახული. ეროზიამ და დინების ცვლილებამ მისისიპი შუა წელში გააფართოვა და სამხრეთით მიმართა.
ტუნიკის ტბა ოდესღაც მისისიპის ნაწილი იყო. 1940 წელს ჯარის ინჟინერთა კორპუსმა მარშრუტის შესამცირებლად მდინარის მოსახვევი დაამოკლა.
ფერებით აღნიშნულია მდინარის კალაპოტისა და მიმდებარე ტეროტორიის სიმაღლებრივი სხვაობა: ლურჯი – უდაბლესი, თეთრი – უმაღლესი.

ლიდარის მეშვეობით გამოსახულია დელტა ცვილის ტბის ნაპირზე, ლუიზიანაში. ფერებით აღნიშნულია სიმაღლე მუქიდან (დაბალი) ღიამდე (მაღალი).