
დაკვირვება ვირუსებზე
მეცნიერები სპეციალური აღჭურვილობით გულდასმით იკვლევენ პათოგენებს, ატარებენ დაავადებათა დიაგნოსტიკას და მოლეკულურ დონეზე შიფრავენ მიკრობების სტრუქტურას
ასეთ მაღალ დონეზე „ბიოლოგიურად დაცული“ ლაბორატორიები ინფექციურ აგენტებთან უსაფრთხოდ მუშაობისთვის გამოიყენება. მეცნიერები სპეციალური აღჭურვილობით გულდასმით იკვლევენ პათოგენებს, ატარებენ დაავადებათა დიაგნოსტიკას და მოლეკულურ დონეზე შიფრავენ მიკრობების სტრუქტურას. უნგრეთის უნივერსიტეტის სენტაგოთაის კვლევითი ცენტრი ბიოუსაფრთხოების უმაღლესი კატეგორიითაა ცნობილი, რადგან ისინი მუშაობენ უკიდურესად მომაკვდინებელ ვირუსებზე. ფოტოები სახის დამცავი ფარისა და რესპირატორული ნიღბის მიღმა არის გადაღებული. – ტამაშ ვიტრაი უმცროსი
- მიკროცენტრიფუგის მილები
ამ ჭურჭელში შეიძლება მიკრობებისა და თხევადი სუსპენზიების განცალკევება. - 20-დან 50-მდე მიკროლიტრიანი პიპეტი
- 100-დან 1000-მდე მიკროლიტრიანი პიპეტი
ამ ხელსაწყოებით ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია მასალის ზუსტი რაოდენობის მიწოდება. - ავტომატური მრავალარხიანი პიპეტი
გამოიყენება მიკროპლატებთან ერთად (#10). ერთი დაჭერით შესაძლებელია 8 სხვადასხვა არხიდან ერთი და იმავე რაოდენობის სითხის ჩამოსხმა. - პიპეტის ფილტრიანი თავების ბუდე
შიდა ფილტრები ჩამოსხმის დროს იცავს პიპეტის კორპუსს ინფექციური აეროზოლებისგან. - სტერილური ტამპონი
ამით აღებული ნიმუშები გადადის სინჯარებში (#9), რომლებიც შეიცავს კულტურის საკვებ არეს. - სინჯარების სტელაჟი
აქ ინახება სხვადასხვა ზომის სინჯარა. - თხევადი საკვები არე
მეცნიერები მას იყენებენ უჯრედების კულტივირებისთვის. - ნიმუშის ასაღები სინჯარები
სინჯარები ჰერმეტულია და მათში ნიმუშის მთლიანობა ნარჩუნდება. - 96-განყოფილებიანი მიკროპლატა
თითოეული განყოფილება ტიტრაციის დროს სინჯარის ფუნქციას ასრულებს – ზომავს ვირუსის ან ანტისხეულების კონცენტრაციას ნიმუშში.