დამსხვრეული გიგანტები
ტერიტორიაზე შესვლა მას მერე აიკრძალა, რაც რამდენიმე მუშა აფეთქებას ემსხვერპლა


დამსხვრეული გიგანტები
ტერიტორიაზე შესვლა მას მერე აიკრძალა, რაც რამდენიმე მუშა აფეთქებას ემსხვერპლა
“გემების სასაკლაოზე” მოხვედრა გაგიჭირდებაო, მითხრა ერთმა ადგილობრივმა. ჩიტაგონგის ჩრდილოეთით, ბენგალის ყურის გასწვრივ, 12-კილომეტრიან სანაპიროზე მავთულხლართებით გარშემორტყმული 80 გემთსაჭრელი პარკია ჩამწკრივებული. მცველები საგუშაგოზე დგანან. დაუშვებელია ფოტოგადაღება. ტერიტორიაზე შესვლა მას მერე აიკრძალა, რაც რამდენიმე მუშა აფეთქებას ემსხვერპლა.
საოკეანო ლაინერებს იმისთვის არ აგებენ, რომ ნაჭრებად აქციონ. ამ გემების კონსტრუქციამ ბობოქარ სტიქიებს უნდა გაუძლოს. მათი აგებისას ხშირად იყენებენ ტოქსიკურ აზბესტსა და ტყვიას. განვითარებულ ქვეყნებში გემების დაჭრის პროცესი მკაცრად რეგულირებულია და დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ამიტომ გემთსაჭრელი პარკების უმეტესობა თავმოყრილია ბანგლადეშში, ინდოეთსა და პაკისტანში. აქ იაფი მუშახელი და მინიმალური კონტროლია.
როდესაც გემს ფოლადის გარსამდე გააშიშვლებენ, საქმეში ერთვებიან სხვა მუშები, რომლებიც ბანგლადეშის უღარიბესი რაიონებიდან უწყვეტად მოეშურებიან. გემის კარკასს აცეტილენის სანთურით თხელ ფენებად ჭრიან. მზიდავები მათ სანაპიროდან მიათრევენ, ადნობენ და არმატურის ძელებზე ახვევენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.