
დარჩი ნამდვილი
ჩვენ ყოველთვის ვწერთ აბორიგენი კულტურების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ამას მას შემდეგ ვაკეთებთ, რაც ჟურნალის პირველმა რედაქტორმა ჯონ ჰაიდიმ 1896 წელს ზულუსი ნეფედედოფლის ფოტო გამოაქვეყნა. ეს ჩვენი დნმის ნაწილია და ერთ-ერთი გზაა, რითიც მკითხველს ჩვენი სამყაროს მრავალფეროვნებას ვაჩვენებთ.
ხშირად არის სევდიანი ისტორიები საკუთრების უკანონოდ წართმევისა და გადაშენების პირას მყოფი კულტურების შესახებ. მაგრამ ამ თვის სტატია კაიაპოს ხალხის შესახებ განსხვავებულია. კაიაპო ალბათ ბრაზილიის ყველაზე მდიდარი და ძლიერი აბორიგენი ხალხია. მართალია, კაიაპოს ხალხი მარტივ ცხოვრების წესს მიჰყვება, მაგრამ მათ სატელიტური ანტენები, სანთებელები და მოტორიანი ნავებიც აქვთ. თუმცა თანამედროვეობის არტეფაქტები იდენტობის დათმობის ფარეშე შეითვისეს. როგორც ჩიპ ბრაუნი მოგვითხრობს, მათი ენა, ცერემონიალები და კულტურული სისტემები ხელუხლებელი რჩება. მათ აქვთ საკუთარი მიწა – ტროპიკული ტყეები, რომლებიც წარმატებით დაიცვეს კიდეც. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მათ იციან, ვინ არიან.
ეს მტკიცე რწმენა ნათლად ჩანს მარტინ შოლერის შესანიშნავ პორტრეტებშიც. შოლერი, რომელმაც კარიერა ცნობილი ადამიანების პორტრეტებით გაიკეთა, წერდა, რომ ფოტოგრაფიული მსხვილი პლანი “ისეთ კონფრონტაციას ქმნის დამთვალიერებელსა და ობიექტს შორის, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა შეუძლებელს ხდის”. შოლერის ობიექტივის მიღმა ჩვენ ვხედავთ ამ შესანიშნავ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს.