
დარღვეული დუმილი
ზიმბაბვეში ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფია: უმრავლესობას შეადგენს შონა, ხოლო უმცირესობას - ნდებელე
ჯობია ცხოვრების ბოლოს თქვა, რომ რაღაცის შეცვლას ცდილობდი! ზიმბაბველებზე ორი რამ მაინც უნდა იცოდე. პირველი ისაა, რომ უჩვეულოდ მიჯაჭვულები არიან საკუთარ მიწა-წყალზე. ეს არც არის გასაკვირი. მას, ვისაც უნახავს, წვიმის სეზონამდე ალისფერ მუსასას ტყეზე დაფენილი ნისლი, მშობლიური მხარის ასეთი სიყვარული არ გაუკვირდება. ასეთი მშვენიერი მიწისათვის მრავალი ბრძოლა თუ რევოლუცია მოხდება, დამარცხებული, დევნილი ადამიანები კი მიწის მაძიებელ მოხეტიალე აჩრდილებად გადაიქცევიან. მეორე, რაც უნდა იცოდე, ისაა, რომ ზიმბაბველები მცირერიცხოვანი, მაგრამ მთხრობელებისა და მუსიკოსებისაგან შემდგარი ხმაურიანი ერია. 1980 წელს რობერტ მუგაბემ გაიმარჯვა არჩევნებში და ზიმბაბვეს პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მან ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო ძალადობითა და დაშინებით. მუგაბემ თეთრკანიანთა მმართველობისას არსებული ეთნიკურ, რასობრივ და საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზებით ისარგებლა და კიდევ უფრო გაამძაფრა უთანხმოება, რაც მის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებას უწყობდა ხელს.
ზიმბაბვეში ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფია: უმრავლესობას შეადგენს შონა, ხოლო უმცირესობას – ნდებელე. მუგაბე შონაა. მუგაბემ 5 წლის განმავლობაში 20 000 ნდებელე დახოცა. 90-იან წლებში საწვავის დეფიციტი გაჩნდა, სახელმწიფო მოსამსახურეები იფიცებოდნენ. ზიმბაბვეს ეკონომიკა დასანგრევად იყო განწირული…
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.