
დათოვლილი გზა
ფოტოზე არ არის მითითებული ზუსტი თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ ის გადაღებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და ეკუთვნის ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს
1799 წელს გაიხსნა 208-კილომეტრიანი საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც თავიდანვე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მაგისტრალს წარმოადგენდა. ზამთრის პერიოდში ხშირი ზვავები მნიშვნელოვნად აფერხებდა გზაზე მოძრაობას. ფოტოზე არ არის მითითებული ზუსტი თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ ის გადაღებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და ეკუთვნის ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს. მასზე ასახულია გზის თოვლისგან გაწმენდის პროცესი. ათობით კილომეტრს ადგილობრივი მოსახლეობა ხელით ასუფთავებდა. მოვლენა ნამდვილად განსაკუთრებული იყო, რადგან დიმიტრი ერმაკოვი სპეციალურად მიიწვიეს ამ პროცესის გადასაღებად.