
დაუჯერეთ რობოტს
გაიცანით მომავლის საგზაო პოლიციელი: 2,5-მეტრიანი ალუმინის რობოტი
კინშასა. „მძღოლებო, გზა დაუთმეთ ფეხით მოსიარულეებს“, – ფრანგულად ისმის ლუმუმბას ბულვარში. მანქანები ჩერდება და ხალხი გზაზე გადადის. გაიცანით მომავლის საგზაო პოლიციელი: 2,5-მეტრიანი ალუმინის რობოტი. თვალების ადგილზე კამერები აქვს, ხოლო მწვანე და წითელშუქიანი მუშტებით საცობებს აწესრიგებს.
მისი გამართული მუშაობა ძალიან მოსწონს „ქალთა ტექნოლოგიების“ საინჟინრო ორგანიზაციის აქტივისტ ტერეს იზეი კირანგაზის, ეს მისი პროექტია. ქალაქში ორი ასეთი რობოტი ფუნქციონირებს. ზოგიერთები ბუზღუნებენ, რომ რობოტებს დამნაშავის დაპატიმრება არ შეუძლიათ. მეორე მხრივ – ქრთამსაც არ იღებენ.