
დავიცვათ შიმპანზეები ებოლასაგან
ამასწინათ გამოცადეს ვაქცინა, რომელმაც ტყვეობაში მყოფ შიმპანზეებს იმუნიტეტი შესძინა
ველურ შიმპანზეებს ებოლას ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ. ინფექციური დაავადებები კი მთავარი საფრთხეა გადაშენების პირას მყოფი შიმპანზეებისა და გორილებისთვის.
ამასწინათ გამოცადეს ვაქცინა, რომელმაც ტყვეობაში მყოფ შიმპანზეებს იმუნიტეტი შესძინა. ასეთი ვაქცინაცია ველურ ბუნებაში არაპრაქტიკულია, ამიტომ მეცნიერები გეგმავენ შექმნან მედიკამენტი, რომელსაც საკვებ სატყუარასთან ერთად მიაწვდიან ცხოველს.
ახლა, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დამოკიდებულება შეცვალა. არსებობს საფრთხე, რომ აღარსად იქნება იმ ვაქცინების გამოცდის შესაძლებლობა, რომლებიც ველურ პრიმატებს შეინარჩუნებენო, ამბობს ეკოლოგი პიტერ უოლში.