დედამიწის მოხეტიალე ლოდები
ოდესმე გინახავთ შეუსაბამო ადგილას მდგომი დიდი ქვა? სავარაუდოდ, ის ერატიკული ლოდი იქნებოდა, რომელიც ყინულის მცურავმა ნაკადმა თავდაპირველი ადგილსამყოფელიდან დიდ მანძილზე გადააადგილა.
ზოგიერთი მოხეტიალე ქვა, მაგალითად ეს ლოდი ინგლისში, ინგლბოროს მთის მახლობლად, გარემოსგან გამოირჩევა, რადგან მისი ფიზიკური აგებულება განსხვავდება ადგილობრივი ქვენაფენი ქანებისგან. მეცნიერთათვის, რომლებსაც ლანდშაფტის „წაკითხვა” შეუძლიათ, ერატიკული ლოდები დედამიწის მყინვარული საფარის მოძრაობის მრავალათასწლოვანი ისტორიის სამხილებს ინახავენ. მათი დახმარებით დადგინდა კონტინენტური გამყინვარების არსებობა, რომელსაც ახლა „დიდ გამყინვარებას” ვუწოდებთ, ამბობს ედუარდ ევენსონი, ლიჰაის უნივერსიტეტის გლაციოლოგი. ვინაიდან დღევანდელი მყინვარები დნება და უკან იხევს, მომავალი ერატიკული ლოდები კაცობრიობის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ისტორიის მატარებლები იქნებიან.