
დედამიწის წყალქვეშა საგანძური
წინამდებარე ნომერში ჩვენ მოგითხრობთ Pristine Seas მიერ არგენტინის საზღვაო დაცული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც ჩილეს საზღვაო ნაკრძალთან მდებარეობს და ორივე ერთად ოკეანის ყველაზე დიდი დაცული ზონაა.
ენრიკ სალა საზღვაო ეკოლოგია, რომელსაც ველური ბუნების დაცვა ცხოვრებისეულ მიზნად აქვს ქცეული. სწორედ მისი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ კანადის ნახევარზე დიდი მოცულობის ტერიტორია ნაკრძალად გამოცხადდა. მის მიერ დაარსებული პარკები ოკეანეებში მდებარეობს. National Geographic Society აფინანსებს მის პროექტს Pristine Seas. პროექტის ფარგლებში უკვე ხუთ მილიონ კილომეტრზე დიდი ტერიტორია დაცულ წყლებად იქნა გამოცხადებული, რითაც ველურ ბუნებას გადარჩენის შანსი მიეცა.
წინამდებარე ნომერში ჩვენ მოგითხრობთ Pristine Seas მიერ არგენტინის საზღვაო დაცული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც ჩილეს საზღვაო ნაკრძალთან მდებარეობს და ორივე ერთად ოკეანის ყველაზე დიდი დაცული ზონაა. თუმცა, სალა ფიქრობს, რომ „ოკეანის მხოლოდ ხუთი პროცენტია ნაკრძალი. სასურველი შედეგის მისაღწევად კი ოკეანის ნახევრის დაცვაა საჭირო“.
ამავე ნომერში ჩვენი ავტორები ნადია დრეიკი, სემ ჰოუ ვერჰოვეკი და დენ უინტერსი მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიეთ მთვარეს და როგორია ჩვენი ახალი, „კოსმოსური“ მომავალი. ქართველი ავტორი სოფო აფციაური კი გაგაცნობთ ახალგაზრდა ეკოლოგს, ნათია ჯავახიშვილს, რომელიც საქართველოში ბექობის არწივის კონსერვაციის პროექტს ხელმძღვანელობს და ბოლოს, გაგანდობთ ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი მთის – მყინვარწვერის ზუსტ სიმაღლეს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.