
დიდი ფრინველის მავნე ბარტყი
როდესაც მდედრი – Cuculus canorus – კვერცხის დასადებად მზადაა, სხვა, მომცრო სახეობების ფრინველების უყურადღებოდ მიტოვებულ ბუდეში ჯდება, იქ დადებული კვერცხებიდან ერთ-ერთს ყლაპავს და სანაცვლოდ თავისას დებს
თავისი შთამომავლობის მოსავლელად და გამოსაკვებად გუგული ძალადობას – ე.წ ბუდობრივ პარაზიტიზმს მიმართავს.
როდესაც მდედრი – Cuculus canorus – კვერცხის დასადებად მზადაა, სხვა, მომცრო სახეობების ფრინველების უყურადღებოდ მიტოვებულ ბუდეში ჯდება, იქ დადებული კვერცხებიდან ერთ-ერთს ყლაპავს და სანაცვლოდ თავისას დებს.
ბუდის პატრონებმა თუ წაასწრეს, ბრძოლას უწყებენ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ კვერცხის დადებაში, ან მის კვერცხს ბუდიდან აგდებენ. მათ შეიძლება ბუდეც კი მიატოვონ. თუმცა, დედა გუგული ხშირად შეუმჩნეველი რჩება და თავის მოვალეობებს ბუდის მფლობელებს „აბარებს“.
გამოჩეკის შემდეგ გუგულის ბარტყი სხვა კვერცხებს და ბარტყებს ბუდიდან ყრის, რომ მთელ სივრცეს და საკვებს თვითონ დაეპატრონოს. ის ყველაფერს ნთქავს, რაც მისთვის დედობილსა და მამობილს მოაქვთ. ფოტოზე ბაღის ლელწამას ხედავთ, მასპინძელს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბარტყი მისია.