დიდი ლღობა
20 000 წლის წინ შვეიცარია ყინულის ზღვა იყო, ალპები - როგორც გრიგალისაგან დამსკდარი კუნძულების წვეტები


დიდი ლღობა
20 000 წლის წინ შვეიცარია ყინულის ზღვა იყო, ალპები - როგორც გრიგალისაგან დამსკდარი კუნძულების წვეტები
მყინვარი სუნთქავს. მის ზედაპირზე დაგროვილი თოვლი იყინება, ხოლო ძირში დნება. „მყინვარი ზამთარში ჰაერს შეისუნთქავს, ზაფხულში კი – ამოისუნთქავს“, – ამბობს შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის გლაციოლოგი მათიას ჰასი.
მყინვარები მბრძანებლობდნენ. 20 000 წლის წინ შვეიცარია ყინულის ზღვა იყო, ალპები – როგორც გრიგალისაგან დამსკდარი კუნძულების წვეტები. გამყინვარების პერიოდის ნარჩენები ოდნავ დადნა მე-19 საუკუნეში, ე.წ. „მცირე გამყინვარების პერიოდის“ დასასრულს. 1849 წლის დაგეროტიპზე გამოსახულია რონის მყინვარის ღრმული, რომელიც 500 ვერტიკალური მეტრით უფრო დაბლაა, ვიდრე ახლა.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა ამ მონსტრებთან ურთიერთობა გაბედეს და დიდი გამყინვარების არსებობა დაადასტურეს. დედამიწის კლიმატი შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს. ამ პროცესებს რომ მხოლოდ ბუნება აკონტროლებდეს, მორიგი გამყინვარების პერიოდი ერთი ან ორი ათასწლეულის შემდეგ დადგებოდა.
მყინვარები იბრძვიან. დათბობასთან ერთად მყინვარი ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა მის ზედაპირზე დადებულ თოვლსა და ძირში დამდნარ ყინულს შორის.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.