
დიდი ოყარი თევზაობს
ფოტო კონკურსიდან „საქართველოს ველური ბუნება”
ვინ:
ირაკლი შავგულიძე 30 წლის, თბილისი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ფოტოგრაფი
სად:
კრწანისის ტყე-პარკი
რა:
Nikon D750 + Tamron 150-600მმ G1
ამბავი:
ქალაქ თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს კრწანისის ტყე-პარკი. გადაფრენის პერიოდის დროს, ფრინველები აქტიურად იყენებენ ამ ტყე-პარკს გამოსაკვებად და ძალების აღსადგენად, რადგან იქაურ ტბებში ბევრი თევზია. საბჭოთა კავშირის დროს ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა სათევზაოდ და სანადიროდ, რაც, სამწუხაროდ, დღესაც ხდება და საფრთხეს ქმნის ფრინველებს, მიგრაციის პერიოდში. იმედია, უკონტროლო ნადირობის პრობლემა დარეგულირდება და გამოსწორდება უახლოეს მომავალში. წარდგენილი ფოტო გადაღებულია გამთენიისას და ფოტოზე ასახულია დიდი ოყარის თევზაობის წარმატებული მომენტი ამ ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge