
დიდია და იკბინება
მისი ზომის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მღრღნელი კბილებს სოროების სათხრელადაც იყენებდა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეისტორიული ხანის ცნობილ მღრღნელს წინა კბილებით ისეთივე მძლავრად შეეძლო კბენა, როგორც ვეფხვს. მის მრუდე, 30 სმ სიგრძის საკბეჩ კბილებს სამჯერ მეტი ძალა ჰქონდა ყბის კუნთებთან შედარებით.
ანატომი ფილიპ კოქსი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ 1000 კგ წონის მღრღნელი (Josephoartigasia monesi) წინა კბილებს მეტოქეებთან ბრძოლის, მტაცებლებისგან თავდაცვისა და საკვების მოსაძიებლად მიწის თხრისთვისაც იყენებდა. “ამის გამო, მისი კბილები სპილოს ეშვების მსგავსი უნდა ყოფილიყო”, – ამბობს კოქსი. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისი ზომის (დაახლოებით მეტრნახევარი სიმაღლისა და სამი მეტრის სიგრძის) გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მღრღნელი კბილებს სოროების სათხრელადაც იყენებდა.