დიეტის ევოლუცია
2050 წლისთვის პლანეტაზე 2 მილიარდით მეტი ადამიანის გამოკვება გახდება საჭირო. სტატიების ეს რვათვიანი სერია იკვლევს, როგორ გადავარჩინოთ დედამიწა განადგურებისგან


დიეტის ევოლუცია
2050 წლისთვის პლანეტაზე 2 მილიარდით მეტი ადამიანის გამოკვება გახდება საჭირო. სტატიების ეს რვათვიანი სერია იკვლევს, როგორ გადავარჩინოთ დედამიწა განადგურებისგან
სტატიის ავტორი ენ გიბსონი სვამს კითხვას: ვიქნებით უფრო ჯანმრთელები, თუ წინაპრების კვების წესს გავყვებით? პასუხის საპოვნელად, მან ბოლივიის დაბლობზე ამაზონის ჯუნგლებში იმოგზაურა.
ჩალით გადახურულ ქოხში, მიწის იატაკზე მბჟუტავ ცეცხლზე, ანა კუატა მაიტო მრავალძარღვასა და მანიოკის ფაფას ურევს და თან ტყიდან დაბრუნებული მეუღლის ნაბიჯებს აყურადებს. ჩვილი გოგონა ძუძუს წოვს, შვიდი წლის ბიჭი ქალს სახელოზე ექაჩება. „ხორცი თუ არ არის, ბავშვები ცუდ ხასიათზე არიან“, – ამბობს და თან კოღოებს იგერიებს.
იმ საღამოს ნატე ტყიდან ნადავლის გარეშე დაბრუნდა. 39 წლის, ენერგიული ახალგაზრდა მამაკაცი იოლად არ ნებდება; თუ არ ნადირობს, არ თევზაობს და არც პალმის გრძელ ფოთლებს წნავს სახურავზე, მაშინ ტყეშია და მორისგან ახალ კანოეს თლის. საღამოს მთელი დღის ნაჯაფარი ჩამოჯდება და რკინის ჯამიდან თავის ულუფა ფაფას შეექცევა, თან წუწუნებს, ორი ცოლისა (ეს მისი ტომისთვის ერთი ჩვეულებრივი ოჯახია) და 12 შვილისთვის საკმარისი ხორცის შოვნა ძნელი საქმეაო. ტყის მჭრელები ცხოველებს აფრთხობენ. ვეღარც თევზაობს, რადგან მდინარემ მისი კანოე გაიტაცა.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.