
დინჯად და შავ-თეთრად
იანგი შავ-თეთრად ბეჭდვამ 1980-იან წლებში იმიტომ გაიტაცა, რომ, ფერადი ფოტოებისგან განსხვავებით, აქ ყველაფრის გაკონტროლება შეგიძლია.
“შავ-თეთრი ფოტოების ბეჭდვა ტანგოსავითაა, ყველა ნაბიჯი განსაზღვრულია, – ამბობს ბრაიან იანგი, – ან „კრემ ბრულეს“ მომზადებასავით – ტემპერატურისა და შეზავების სიზუსტე სჭირდება“. იანგი შავ-თეთრად ბეჭდვამ 1980-იან წლებში იმიტომ გაიტაცა, რომ, ფერადი ფოტოებისგან განსხვავებით, აქ ყველაფრის გაკონტროლება შეგიძლია. ერთი ფირის დაბეჭდვას შეიძლება ორი საათი დასჭირდეს. “მთავარი სისწრაფე, სიმარტივე და კომფორტი არ არის, – ამბობს იანგი, – ეს არის რთული, ხანგრძლივი და შემეცნებითი პროცესი“.
- გასამჟღავნებელი აბაზანები
აბაზანები ქიმიკატებისთვის: გამჟღავნებისთვის, პროცესის შეჩერებისა და ფიქსაციისთვის. - რეზინისთავიანი მაშები
მათ გარეშე ქიმიკატები ფრჩხილებს გაგიშავებთ. - თერმომეტრი
ტემპერატურის ოდნავი ცვლილებაც მოქმედებს გამჟღავნების ხარისხზე. - კონტრასტის მოსამატებელი ხელსაწყო
კადრის ქაღალდზე დასხივებისას ფოტოს ბნელ არეებში ხელსაწყოს გადატარება გამოსახულებას ამკვეთრებს. - რეზინისპირიანი საწმენდი
გამჟღავნებული ფოტოდან სითხის ჩამოსაცილებლად. - ტაიმერი
ნაბეჭდი, გასამჟღავნებელ ხსნარში 90 წამიდან 3 წუთამდე ჩერდება. - ფოკუსის დასაყენებელი ლინზა
ამ ხელსაწყოთი ხდება ნეგატივზე ზუმირება და ფოკუსის დარეგულირება. - ანტისტატიკური ჯაგრისი
აუცილებელია ნეგატივიდან მტვრის ჩამოწმენდა. - ლუპა
ნეგატივზე გამადიდებელი შუშით დაკვირვებისას ხდება ნაფხაჭნის ან ლაქების აღმოჩენა. - ნეგატივის დამჭერი
სტატიკურად იკავებს გამადიდებელში ჩასმულ ნეგატივს, რათა მოხდეს მისი განჭოლვა და დაბეჭდვა. - მენზურა
წყლისა და ქიმიკატების თანაფარდობა განსაზღვრავს გამჟღავნების ხანგრძლივობას.