დიპლომატია, ყლუპებით
2017 წელს მან დააარსა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Sakura Cha Meet, რომელიც „ჩაის დიპლომატიის“ მიმართულებით მუშაობს.
იაპონიაში დაბრუნებული აკიკო კავაი, რომელიც ვაშინგტონში პოლიტიკურ მენეჯმენტს სწავლობდა, დარწმუნდა, რომ საარჩევნო კამპანიებისა და ლობირების ულმობელ სფეროს შეუძლია მაგალითი ჩაის სამყაროდან აიღოს. „იაპონური ჩაის კულტურის არსი ჰარმონიაა“, – ამბობს კავაი. 2017 წელს მან დააარსა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Sakura Cha Meet, რომელიც „ჩაის დიპლომატიის“ მიმართულებით მუშაობს. 400 წლის წინანდელი ეს კონცეფცია მიზნად ისახავს, ფინჯანი ჩაის გაზიარებით აღადგინოს პოლიტიკური და კულტურული ხიდჩატეხილობა. აკიკოს მრავალ ქვეყანაში აქვს ჩაის ცერემონია ჩატარებული; COVID-19-ის ჟამს – ონლაინსივრცეშიც.
1. მიძუსაში
ჭურჭელი ცივი წყლისთვის.
2. სენსუ
ჩაის ოსტატები თავიანთი ცერემონიის თემას ან კონცეფციას პატარა, დეკორატიულ მარაოზე გამოსახავენ.
3. ჩაშაკუ
ასეთ ყუთში დევს ფინჯანში მაჩას, დაფქული მწვანე ჩაის ჩასაყრელი ბამბუკის პატარა კოვზი.
4. ფუკუსა
რადგან ბუნებრივი ბამბუკი ძალიან სათუთია, მას ამ ნაჭრით ასუფთავებენ და არა წყლით.
5. ნაცუმე
ამ კოლოფში კიოტოში მოყვანილი მაჩა ყრია. ყველა ოსტატს თავისი რჩეული დაფქული მწვანე ჩაი აქვს.
6. კანფეტები
ჩაის დალევამდე მასპინძელი სტუმრებს ტკბილეულს სთავაზობს.
7. კიმონო
კიოტოელი ჩაის ცერემონიის ოსტატი სობინ კოიძუმი ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი.
8. კობუკუსა
სტუმრისთვის ფინჯნის მისაწოდებლად საგანგებო ქსოვილია საჭირო.
9. ჩასენი და ჩაკინი
მაჩას ცხელ წყალში ბამბუკის მოსარევით, ჩასენით თქვეფენ და მაქსიმუმ 10 წამში ჩაიც მზადაა. ჩაკინი ფიალის გასაწმენდი პატარა ნაჭერია.
10. კამა
წყლის ასადუღებლად რკინის ქოთანს ნაკვერჩხალზე დგამენ. ზოგი ქოთანი ასეულობით წლისაა და ოსტატების თაობიდან თაობას გადაეცემა.
11. ჰიშაკუ
ქოთნიდან ცხელი წყლის ფინჯანში ჩამოსასხმელად ბამბუკის ციცხვი გამოიყენება.
12. ფუტაოკი
ამ პატარა სადგამზე ხან ციცხვს ათავსებენ, ხან – კამას თავსახურს.