
დომბას დაბრუნება
დომბები კონტინენტზე დაახლოებით 10 ათასი წლის წინ დაეხეტებოდნენ
2014 წელს ტრანსილვანიის ალპებში შემოღობილ ტერიტორიაზე დომბები მოათავსეს. მათი უმრავლესობა ახალ გარემოს კარგად შეეგუა. წელს 14 დომბა გაათავისუფლეს, რაც ევროპაში Bison bonasus-ის რეინტროდუცირების მცდელობაა.
დომბები კონტინენტზე დაახლოებით 10 ათასი წლის წინ დაეხეტებოდნენ. მე-8 საუკუნისთვის ნადირობამ და ჰაბიტატის განადგურებამ მათი არეალი შეამცირა. 1927 წელს ბოლო ველური დომბა დაიღუპა. მომავალი თაობა ზოოპარკებში შემორჩენილი 12-იოდე ინდივიდისგან გაამრავლეს. აღმოსავლეთ ევროპაში რეინტროდუქცია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო.
დომბებს კიდევ გაამრავლებენ. Rewilding Europe და WWF ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობენ. 2025 წლისთვის რუმინეთში სულ ცოტა 300 დომბა ინავარდებს.
ამერიკული ბიზონისგან განსხვავებით, „დომბას კონსერვაციაში უდიდესი პრობლემა ისაა, რომ მას ხალხში არ იცნობენ და ამიტომ არც უყვართ“, – ამბობს პროექტის კონსულტანტი ოეპ ვან დე ვლასაკერი.