
ძახილი – პასუხი
არქივარიუს ბილ ბონერის ლუპაში მოაჯირთან მდგარი კეპიანი მამაკაცი მოჩანს
ბოსტონი, მასაჩუსეტსი. მოსახლეობის აღმწერი მეგაფონით მიმართავს დირ-აილენდის შუქურაზე მყოფ ადამიანებს. უსმენს ვინმე? როგორც აღმოჩნდა – კი. არქივარიუს ბილ ბონერის ლუპაში მოაჯირთან მდგარი კეპიანი მამაკაცი მოჩანს; ისიც მეგაფონით ხელში.
„160 000-კაციანმა კარგად მომზადებულმა „არმიამ” სათითაოდ უნდა დათვალოს ადამიანები ამ მიწაზე“, – წერდნენ ავტორები, ალბერტ ვ. ეტვუდი და ლონელ ეიკმანი. „სახელმწიფოს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ხეტიალით ქანცგამოცლილი ინტერვიუერები ფეხით, სახედრით, ნავით, ჯიპებითა და ხანაც თოვლმავლებით მოივლიან ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს, ყველა ბნელსა თუ სახიფათო ჩიხს“.