ძეგლის გადარჩენა
ინდოეთის ქალაქ აგრას მოსახლეობის ზრდისა და ჰაერის დაბინძურების გამო, მე-17 საუკუნის ძეგლის მარმარილო თანდათან მოყავისფრო-ყვითელი ხდება
ერთ დროს თეთრად მოელვარე ტაჯ-მაჰალმა ბოლო ათწლეულებში ბრწყინვალება დაკარგა. ინდოეთის ქალაქ აგრას მოსახლეობის ზრდისა და ჰაერის დაბინძურების გამო, მე-17 საუკუნის ძეგლის მარმარილო თანდათან მოყავისფრო-ყვითელი ხდება.
თუმცა, ფერის ცვლილების ზუსტი მიზეზი არავინ იცოდა. ამჟამად, ამერიკულ-ინდურმა კვლევამ დამნაშავეები გამოავლინა: ავარდნილი მტვერი, დამწვარი ნაგვის ჭვარტლი, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, საწვავი, ცეცხლს შეკეთებული შეშა და ნაკელი.
ოფიციალური პირების პასუხმა არ დააყოვნა. „სტატიის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში, საკითხი უკვე ინდოეთის პარლამენტში განიხილებოდა“, – ამბობს გარემოს დაცვის სპეციალისტი მაიკ ბერჯინი. აგრას მმართველებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა მიიღეს, რომელიც საკვების მოსამზადებლად პროპანის დარიგებასა და სატვირთო მანქანების დიზელის საწვავიდან ბუნებრივ აირზე გადაყვანას გულისხმობს.