
ძველი ტალღა
ბობოქარი ქარიშხლები დიდი ხნის მანძილზე უტევდა გზის ამ მონაკვეთს, რომელიც ნიუ-იორკის ყურის საზღვართან გადის
შტორმი. 1948 წლის ოქტომბერი. ბრუკლინში ფორტ ჰამილტონთან მდებარე ბელტ პარკვეის დამბა მოზღვავებულ წყალს ვეღარ აკავებს. ბობოქარი ქარიშხლები დიდი ხნის მანძილზე უტევდა გზის ამ მონაკვეთს, რომელიც ნიუ-იორკის ყურის საზღვართან გადის, ვერაზანო-ნეროუს ხიდის მახლობლად. 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც ამ რეგიონს ქარიშხალი სენდი დაატყდა თავს, გზატკეცილის ზოგიერთი მონაკვეთი საათობით იყო დატბორილი; ზოგან წყლის სიღრმე 1,5 მეტრსაც კი აღწევდა. მას შემდეგ შტორმით დაზიანებული დამბა აღადგინეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ ისევ შიშობს: არ იციან, მომავალში რა შედეგი მოჰყვება გიგანტურ ქარიშხალს.