
ელექტრო მცენარეები
ნუთუ ელექტრული მცენარის შექმნა ფრანკენშტაინის გარდა სხვასაც უნდა?
შვედმა მეცნიერებმა ვარდების ელექტრონიზება მოახდინეს.
პროცესი არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მცენარის გამტარი სისტემა ქიმიურ სიგნალებს გადასცემს ისე, როგორც ელექტრული დაფა – დენისას. ფიზიკოსმა ელენი სტავრინიდუმ და მისმა კოლეგებმა მცენარის დაბოლოება პოლიმერის ხსნარში (ქვემოთ) მოათავსეს. ქსილემაში შეწოვის შემდეგ, ძაბვას თუ დავუმატებთ, მცენარე ელექტროენერგიას გამოყოფს.
ნუთუ ელექტრული მცენარის შექმნა ფრანკენშტაინის გარდა სხვასაც უნდა? სტავრინიდუს თქმით, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება მცენარის ფიზიოლოგიის უჯრედოვან დონეზე შეცვლა. „ფოტოსინთეზიდან ელექტროენერგიას მივიღებთ“, ამბობს სტავრინიდუ.