
ელიზაბეთ მაინატი
„განტოლების ორივე მხარეს მე ვადგენ, ადამიანების მხარე ყოველთვის უფრო რთულია“.
მას უნდა, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს, ჯანმრთელად იცხოვრონ – გამოთვლის წყალობით.
სხვა მეცნიერებივით ელიზაბეთ მაინატიც უახლეს ტექნოლოგიას იყენებს. მას ჰოლისტიკური, ჰუმანური მიდგომა გამოარჩევს. „განტოლების ორივე მხარეს მე ვადგენ, ადამიანების მხარე კი ყოველთვის უფრო რთულია“.
ჯანდაცვის ინფორმატიკასა და დამხმარე ტექნოლოგიების სფეროში მაინატის ნაშრომებმა უსინათლო ადამიანებს კომპიუტერული პროგრამების გამოყენების საშუალება მისცა, ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მომვლელებს მობილური აპლიკაციებისკენ გაუხსნა გზა, მოხუცებს კი დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი მისცა. „ქრონიკული დაავადებები და სიბერე სულ უფრო მეტად აწვება მხრებზე პაციენტებსა და მათ ოჯახებს“, ამბობს მეცნიერი. „რადგანაც ისინი ტექნოლოგიის ეპოქაში გაიზარდნენ, გამოსავალსაც ტექნოლოგიაში ეძებენ“.
მაინატის ხელოვნური ინტელექტის პროექტი კომპიუტერულ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც ჯორჯიის შტატის სოფლებში ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს პერსონალიზებულ რჩევებს აძლევს ოპერაციაზე, ქიმიოთერაპიაზე, შფოთვასთან გამკლავებასა და სოციალურ სერვისებზე. დემენციის პრევენციის მიზნით, ემორის უნივერსიტეტთან ერთად, მაინატი მცირე კოგნიტური დისონანსის მქონე პაციენტებს ეხმარება.
„რა არის ადამიანის ყველაზე დიდი საჭიროება? როგორია ადამიანის ქცევა მსგავს სიტუაციაში?“ მაინატის თქმით, „ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად იქმნება საშუალებები, რომელთა წყალობითაც ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობასა და ოჯახებს უკეთ მიხედავენ“.