
მსოფლიოში 1,1 მილიარდი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს; თითქმის მეოთხედი ინდოეთში, სადაც ადამიანები იყენებენ მავნე ნავთსა და ვეება ბატარეებს, საიდანაც მჟავა მოჟონავს. როცა ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს, ასობით ადამიანი იღუპება სითბური დარტყმისგან. ხოლო ნავთის წვისგან წარმოქმნილი შავი ჭვარტლი ხალხს ფილტვებს უზიანებს.
„ჩემი ცხოვრება სევდიანია, მაგრამ მაქვს გონება, რომ საკუთარ თავს დავეხმარო“, – ამბობს მანდალი. ის ინდოეთის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, ტყიან ქალაქ მადჰოტანდას უკაცრიელ გზაზე ტკბილი ჩაით მგზავრებს უმასპინძლდება. მისი მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა დიოდის ორ ნათურასა და ვენტილატორს ამუშავებს, ენერგიას კი 40-ვატიანი მზის პანელით გამოიმუშავებს. პანელზე მზის სინათლე ეცემა და პატარა ენერგოსადგურს ერთ ჯერზე დაახლოებით ათი საათის განმავლობაში მუხტავს. ეს მზის ბატარეები, ყალბი მყვირალა ეტიკეტებით: „როლექსი“, „მერსედესი“, 3-4 დოლარამდე ღირს.
მანდალი თავის კარავში აწყობს მზის ენერგიის მოწყობილობას და ნათურას კიდებს. შუადღეა, ადამიანის ჭაჭანება არაა; ქვაბში ჩაის ურევს. მზე ჩავა, აგრილდება და ჩაის კლიენტიც გამოჩნდება…
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.