
ეს ლამანტინია!
კინგს ბეიში ფლორიდის ლამანტინი ნებივრობს. აქ ტურიზმიც ყვავის და სწორედ ესაა პრობლემაც
„ინფორმაცია ლამანტინების შესახებ – ტალღაზე 1610 AM“, – ვკითხულობთ მისასალმებელ აბრაზე, კრისტალ რივერის მისადგომებთან. არა მგონია, ბევრი ქალაქის მერიის წინ იდგეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, აშშ-ის დროშის ფერებით შეღებილი ზღვის ძუძუმწოვრის ქანდაკება.
სად შეიძლება ამ პოპულარული წყლის ბინადრების ნახვა? – იკითხავთ თქვენ. აქ მყვინთავთა მაღაზიები საყვინთავ ტურებს გთავაზობენ; შეგიძლიათ კაიაკიც იქირავოთ და ერთ-ერთ თბილ წყაროსთან მიცუროთ, სადაც ზამთრობით ლამანტინები იკრიბებიან. თუ მათი ყურება ხმელეთიდან გირჩევნიათ, შეგიძლიათ „სამი დის წყაროების“ დასავლეთით მდებარე არხისკენ გასწიოთ.
მნახველთა ნაკადი არ წყდება. „წყალში მოტივტივე დიდ დაჟანგულ ზეთის კასრს ჰგავს“, – ამბობს ვიღაც. ხიდის ქვეშ მოცურავე უფორმო სხეულები ვერასდროს გაიმარჯვებენ ველური ბუნების სილამაზის კონკურსში. ნავის პროპელერს ვარდისფერი კვალი დაუტოვებია მათ ნაცრისფერ ზურგზე. „ლამანტინების ადგილი აქ არაა“, – აგრძელებს მეორე – ამ ვიწრო არხში ნავები ცხოველებთან ერთად დაცურავენ. ადგილი კომერციული ხდება, ხალხს კი ფეხებზე ჰკიდია“. ცდებით, ბატონო! ლამანტინებთან დაკავშირებით მოსახლეობის პოზიცია გარკვეულია. შეხედეთ აბრებს ქალაქის გარშემო: „გადავარჩინოთ კრისტალ რივერი!“
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.