ფერმკრთალი საფრთხე
ალბინოსის კანი, თმა და თვალი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს პიგმენტ მელანინს. ეს ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის მიმართ


ფერმკრთალი საფრთხე
ალბინოსის კანი, თმა და თვალი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს პიგმენტ მელანინს. ეს ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის მიმართ
„ვხედავდი სისხლი როგორ ასხამდა, მამას ვეძახდი, მაგრამ არ მოვიდა“. ეს 6 წლის ტანზანიელი ბიჭის სიტყვებია. ის ალბინოსია. შარშან მარჯვენა ხელი წააჭრეს.1990-იანი წლებიდან დღემდე, აფრიკის 27 ქვეყანაში 190-მდე ალბინოსი მოკლეს და 300-სს თავს დაესხნენ, გაიძარცვა საფლავები. შემთხვევების უმეტესობა 2008 წლიდან აღირიცხა. ამ ძალადობის ეპიცენტრი ტანზანიაა. ათი წლის წინ ამ თავდასხმებმა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

მთავრობამ უამრავი ალბინოსი ბავშვი, მათივე უსაფრთხოებისთვის, უსინათლო და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწყებით სკოლებში გაგზავნა.

ალბინოსის კანი, თმა და თვალი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს პიგმენტ მელანინს. ეს ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის მიმართ. მზის სხივებს მათი სიმსივნით დაავადებაც შეუძლია. ამ ადამიანების პრობლემები – დაცინვა სუსტი მხედველობისა და მზისადმი მგრძნობელობის გამო – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებული ალბინოსების მსგავსია. მაგრამ აფრიკაში მათი ტკივილი მაინც განსხვავებულია, რადგან ისინი იმ რეგიონში ცხოვრობენ, სადაც სწამთ სულებისა და შელოცვების, განათლება ძნელად ხელმისაწვდომია, სიღარიბე კი ფართოდ გავრცელებული. ხოლო ალბინიზმი – მრავალთა მიერ არასწორად გაგებული: წარსულში ალბინოს ჩვილებს კლავდნენ ან ცოცხლად მარხავდნენ ტომის რიტუალებზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.