
ფიფქების რანჟირება უსაფრთხოებისათვის
იუტის უნივერსიტეტში ტიმ გარეტის გუნდის მიერ შექმნილი მაღალსიჩქარიანი ფოტოაპარატი თოვლის კრისტალების დეტალურ სურათებს იღებს
თოვლის ყოველი ფიფქი უნიკალურია. თითოეული მათგანი სხვადასხვა პრობლემაზე ჰყვება. თუკი გეცოდინებათ, რომელ გზაზე რა ტიპის ფიფქები ცვივა, ეს, შესაძლოა, ქარბუქის დროს სწრაფ რეაგირებაში დაგეხმაროთ.
იუტის უნივერსიტეტში ტიმ გარეტის გუნდის მიერ შექმნილი მაღალსიჩქარიანი ფოტოაპარატი თოვლის კრისტალების დეტალურ სურათებს იღებს. „რომ გავიგოთ რა ცვივა, აუცილებელია გა-ყინვის წერტილის ცოდნა“, – ამბობს გარეტი. მარჯვნივ ნაჩვენები თოვლის ფანტელი უვნებელია. ის მიწაზე მსუბუქ, ფაფუკ თოვლად ეცემა.