ფიორდებში შენახული
მავნე ნახშირორჟანგის სახით ატმოსფეროში გამოყოფის ნაცვლად, შესაძლოა, ნახშირბადი მილიონობით წლით წყლის სიღრმეებში გამოიკეტოს
მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ოკეანეები ნახშირბადს ინახავენ. მავნე ნახშირორჟანგის სახით ატმოსფეროში გამოყოფის ნაცვლად, შესაძლოა, ნახშირბადი მილიონობით წლით წყლის სიღრმეებში გამოიკეტოს.
ახალი კვლევის მიხედვით, ფიორდები (ერთ-ერთი ნორვეგიაში, ნაჩვენებია ზევით) კვადრატულ კილომეტრზე ოკეანეების საშუალო მაჩვენებელზე ასჯერ მეტ ნახშირბადს აგროვებენ. ისინი მთის სწრაფი მდინარეებით იკვებებიან, რომელთაც ორგანული ნივთიერებები შედარებით ეფექტურად გადააქვთ და ინახავენ, რაც ზღვაში ყოველწლიურად ჩამარხული ნახშირბადის 11 პროცენტს შეადგენს.
თუმცა ადამიანებმა ისინი ნახშირბადის ნაგავსაყრელებად არ უნდა აქციონ. „არ მგონია, რომ ამის გაკეთება ბუნებაზე უკეთ შეგვიძლია“, – ამბობს ქიმიკოს-ოკეანოგრაფი რიჩარდ სმიტი.