ვინ:
მარი წულაია, 19 წლის, სტუდენტი.
სად:
ქოროღლის ციხის მახლობლად, კოჯორი
რა:
Canon EOS 550D, Canon EF 100 მმ f/2.8 macro
ამბავი:
„ქრისტიანულ რელიგიაში გველი ოდითგანვე სიბოროტის განსახიერებად არის მიჩნეული, რის გამოც ბევრი ამ ძალიან მნიშვნელოვანი არსებებისადმი სიძულვილით იმსჭვალება, თუმცა მრავალი ქვეყნის (მათ შორის ძველ ქართულ) კულტურაში გველი სიბრძნის, მედიცინისა თუ ფუძის სიმბოლოდ ითვლება. ეს ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია. დაკვირვებული თვალი ამ ფოტოზე კიდევ ერთ და, ალბათ, მთავარ გმირსაც შეამჩნევს – ამიერკავკასიურ ცხვირრქოსან გველგესლას (Vipera transcaucasiana) თავზე ბუზი აზის – ალბათ, ბრძნულ აზრებს ჩასჩურჩულებს”, – ამბობს ფოტოგრაფი მარი წულაია
გახდი National Geographic საქართველოს Your Shot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge