„სიმტკიცე, თავისუფლება და ზღვის სიყვარული. ნავით უშიშრად მცურავი ხაჯუ ამ ყველაფრის განსახიერებაა“.
ჰენგამი იშვიათი დასახლებაა ირანში, სადაც ქალები თანმხლები მამაკაცების გარეშე თევზაობენ. ყველაზე ახალგაზრდა მეთევზე ქალმა, 26 წლის ხადიჯე „ხაჯუ“ ყოდსინეჟადმა თევზაობა ხუთი წლის ასაკში დაიწყო.