
ფოთლებში ჩაკარგული
„ადამიანის ფიგურა ამ უცნაური და მშვენიერი მცენარის მასშტაბს იძლევა“, აღნიშნულია National Geographic-ის 1924 წლის თებერვლის ნომრის ფოტოზე
მაუის გორაკზე Gunnera kauaiensis-ის ფოთლების ჩრდილქვეშ მდგარი მამაკაცი ჯუჯასავით მოჩანს. „ადამიანის ფიგურა ამ უცნაური და მშვენიერი მცენარის მასშტაბს იძლევა“, აღნიშნულია National Geographic-ის 1924 წლის თებერვლის ნომრის ფოტოზე. „ეს მცენარეები ჩამქრალი ვულკანის – ჰალეაკალას ფერდობებზე იზრდებოდნენ, პატარა ხევში, რომელსაც ისეთივე თბილი და ტენიანი სურნელება ჰქონდა, როგორც ორანჟერეაში იცის“.
იმ ძველ ნომერში რედაქტორებს მართლაც მოეწონათ ეს გამოსახულება: ერთი და იმავე კაცის ფოტოს ორი ვერსია გამოჩნდა, სათაურით: „ჰავაის კუნძულები: ამერიკის უძლიერესი თავდაცვის ფორპოსტი – ვულკანური და მცენარეებით მდიდარი საოცრებათა ქვეყანა“.