
ფოტოზე გაცოცხლებული მოძრაობა
რუთ სენტ-დენისი და ტედ შონი ფოტოგრაფ ფრანკლინ პრაის ნოტისთვის პოზირებენ
ავტოქრომული პროცესით გადაღებულ ამ ფერად ფოტოზე (National Geographic-ის 1916 წლის აპრილის ნომერი) რუთ სენტ-დენისი და ტედ შონი ფოტოგრაფ ფრანკლინ პრაის ნოტისთვის პოზირებენ. ცეკვა „კამას ბაღი“ ინდური კულტურის გავლენით დაიდგა. ლოს-ანჯელესში, მათ მიერ დაარსებულ დენიშონის ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ ქორეოგრაფი მარტა გრეიემი და მსახიობი ლუიზა ბრუქსი.
ნოტს ალბათ ეს წყვილი მოსწონდა: იმ გამოცემაში, ნოტის ავტოქრომულ ფოტოებს შორის, მათი ორი სურათი მოხვდა. დანარჩენ ფერად ფოტოებზე კოვბოი, გოგრები და ნიუ-იორკის ზოოპარკის ვეფხვებია გამოსახული.
ამჟამად National Geographic-ის არქივში მინის ფირფიტაზე ავტოქრომული პროცესით გადაღებული 15 000-მდე ფოტოა დაცული.